საქართველოში AENO-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი შემოდის


Posted March 27, 2023 by AENO_2023

საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკრაინული ბრენდი AENO საქართველოს ტექნიკის ბაზარზე შემოდის.
 
საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკრაინული ბრენდი AENO საქართველოს ტექნიკის ბაზარზე შემოდის. ბრენდმა საერთაშორისო ასპარეზზე უკვე დაიმკვიდრა სახელი და ჩამოყალიბდა როგორც საიმედო და მაღალი ხარისხის მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
AENO-ს უმთავრესი სტრატეგია მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ დამკვიდრებაა. ბრენდი მსოფლის 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, როგორიცაა უკრაინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია და სხვ. ქართულ ბაზარზე მისი განვითარება კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიული გეგმის ნაწილია.
უკრაინული ბრენდი დიდ აქცენტს აკეთებს ტექნოლოგიურად მოწინავე სახლის მოწყობილობების შექმნაზე. კომპანიის პრიორიტეტი ინოვაციური, ჭკვიანი ფუნქციონალობის, მდგრადი ტექნიკის და მომხმარებლისთვის განსაკუთრებული მომსახურების პროდუქციის შეთავაზებაა.
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარია და მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს მომხმარებლებს ჩვენი ინოვაციური და მაღალი ხარისხის პროდუქცია გავაცნოთ. ჩვენ გვჯერა, რომ AENO-ს ტექნიკა დიდ ინტერესს გამოიწვევს და მოუთმენლად ველით, რომ გავხდეთ ერთ-ერთი წამყვანი მცირე ტექნიკის ბრენდი ქვეყანაში“, - განაცხადა AENO-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერმა საქართველოში, ევგენი პოლივარმა.
AENO-ს პროდუქციის პორტფოლიოში შედის ჰაერის გამწმენდები, გამათბობლები, რობოტი მტვერსასრუტები, ორთქლის აპარატები, ბლენდერები, ღუმელები, ქვაბები, ელექტრო გრილები, კბილის ჯაგრისები. 2023 წელს, ბრენდი გეგმავს საწარმოო ხაზი კიდევ უფრო გააფართოვოს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა სამზარეულოს ჭკვიანი სასწორები, ხელის ბლენდერები, ელექტრო დეჰიდრატორები, მულტი სახარშები, ირიგატორები, ელექტრო დეჰიდრატორები, აეროგრილები, სამზარეულოს რობოტები. ასევე 2023 წელს, ბრენდი ყურადღებას გაამახვილებს ორიგინალური დიზაინის მტვერსასრუტებისა და ქვაბების შექმნაზე, ასევე ინტელექტუალური ტექნოლოგიების დანერგვაზე უმეტეს მოწყობილობებში.
ბრენდმა მარკეტინგისა და დისტრიბუციის ყოვლისმომცველი სტრატეგია განავითარა და ახალი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგის ერთგული გუნდი შექმნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაზიის უნიკალური მერჩენდაიზინგიც ბრენდინგის პროგრამის ნაწილი იქნება - მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს პროდუქცია და მიიღოს „ხელშესახები“ გამოცდილება, რაც აძლიერებს ბრენდის იდენტობას. გარდა ამისა, ბრენდი ღრმად არის ჩართული მომხმარებელთა კვლევაში და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც აქტუალური იქნება მუდმივად ცვალებად ეკოსისტემაში.
AENO-ს მიდგომა ხარისხის, ინოვაციებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისადმი მის ყველა პროდუქტში კარგად ჩანს. ინოვაციური ტექნოლოგიების ხარჯზე AENO-ს გუნდი ახერხებს შეამციროს ნარჩენები. ხდება ქაღალდის ინსტრუქციების შემცირება და მათი დიჯიტალიზაცია, პლასტმასისგან სრულიად თავისუფალი ეკო-შეფუთვის გამოყენება კი შესაფუთი მასალების გადამუშავების და ახალი გამოყენების საშუალებას იძლევა.
ბრენდი ორიენტირებულია „ჭკვიანი სახლზე“, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის ცხოვრების წესს, საჭიროებებსა და ღირებულებებს. AENO-ს ფილოსოფია ორიენტირებულია მხოლოდ ხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შექმნაზე. ბრენდის მიზანია გააუმჯობესოს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მოსახერხებელი ტექნიკის გზით. ამ მიზნის მისაღწევად, AENO იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას და მაღალი ხარისხის მასალებს, რათა პროდუქტები აკმაყოფილებდეს ბაზრის მოთხოვნებსა და ტენდენციებს.
AENO-ს ყველა მოდელი შექმნილია ერთ სტილში და შერწყმულია ერთმანეთთან. მოწყობილობები მუშაობენ ერთ ეკოსისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ პარამეტრებზე წვდომას. AENO-ს აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საყოფაცხოვრებო ტექნიკა სმარტფონით ან ხმოვანი ასისტენტით აკონტროლონ.
„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქცია იდეალურია ქართული ბაზრისთვის“, - ამბობს ევგენი პოლივარი, AENO-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერი საქართველოში, „ჩვენ გავითვალისწინეთ ადგილობრივი მომხმარებლების საჭიროებები და დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პროდუქცია მათ მოლოდინს დააკმაყოფილებს. ”
AENO-ს ქართულ ბაზარზე შესვლა დიდი ნაბიჯია ბრენდისთვის და მნიშვნელოვანი ეტაპია გლობალური ექსპანსიის მხრივ. ბრენდი მოწოდებულია ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს ქართველ მომხმარებლებთან და მოუთმენლად ელის ქვეყანაში ხანგრძლივ და წარმატებულ ოპერირებას.
-- END ---
Share Facebook Twitter
Print Friendly and PDF DisclaimerReport Abuse
Contact Email [email protected]
Issued By AENO
Country Georgia
Categories Business , Electronics
Tags aeno
Last Updated March 27, 2023